ოზურგეთში, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, თათია ნიკოლაშვილმა და პაატა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართეს და გურიაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აღნიშნავენ, ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ გურიაში სიღატაკე, უმუშევრობა და დაცარიელებული სოფლები მოიტანა. მათივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ევროკავშირის პასპორტითა და ევროპული პენსიით ისარგებლებს.