„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება - შეფასებები
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ისინი გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას დამატებით 14 მილიარდ ევროს მოუტანს. მმართველ გუნდში კი აღნიშნულ განცხადებას მორიგ დეზინფორმაციად აფასებენ და ოპოზიციურ პარტიას ამომრჩევლის მიზანმიმართულ მოტყუებაში ადანაშაულებენ.