„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება - პრემიერის გამოხმაურება
„არჩევნები როცა გაქვს, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა – უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის,“ – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც ვერ გასცემენ. რაც შეეხება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპული ფონდებიდან 14 მილიარდს მიიღებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის სიყალბე და მორიგი ტყუილი რომელსაც ისინი ავრცელებენ.