პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობა.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ საკითხთა მდივანმა, ნიკა ობოლაძემ და იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა ქუთაისში ბრიფინგი გამართეს, სადაც „ქართული ოცნების“ ქუთაისის დელეგატის, ზაზა ლომინაძის მისამართით 5 კითხვა დასვეს. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული აეროპორტი, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაფართოებულიყო, საქართველოდან ემიგრაციის მთავარ პუნქტად გადაიქცა. პარტიის წარმომადგენელთა თქმით, 26 ოქტომბერს ქუთაისი სწორ არჩევანს გააკეთებს. ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.