„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საარჩევნო უბნებზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოლქებში ინვენტარის განთავსება ხდება ისე, რომ დამკვირვებლებს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ. მან მოუწოდა პარტიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად მოხდეს მობილიზება, რათა არჩევნების დღეს დაკვირვების პროცესი არ შეიზღუდოს. დეკანოიძის განმარტებით, ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდიან.