„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ეკოლოგიურ დაბინძურებასა და დედაქალაქში არსებულ საცობებზე საუბრობს. სოფო ჯაფარიძემ დღეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ეს პროექტი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და ის ხელს შეუწყობდა საცობების განტვირთვას. პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაჩერა.