„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტუდენტების პრობლემებზე დღეს ბრიფინგი გამართა. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძისა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არაერთ სტუდენტს აქვს საცხოვრებლის საფასურის გადახდის პრობლემა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სტუდენტების პრობლემების მოგვარებისა და საერთო საცხოვრებლების აშენების პირობას დებს.