„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ცესკო-ში, საარჩევნო კომისიას მოთხოვნით მიმართეს. ისინი ითხოვენ იმ ადამიანების ვინაობის ცოდნას, რომლებიც პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი.
ასევე პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ იმ საწყობების შესახებ ინფორმაციის მიღებას, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიები ინახება. ასევე გრაფიკს, როდესაც მათი ტრანსპორტირება მოხდება. როგორც თავად ცესკო-ში პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, აღნიშნული ინფორმაციის მიღება პროცესს მეტად გამჭვირვალეს გახდის. მათი განცხადებით, მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეს და ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდებიან.