„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობენ. აღინიშნა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპის კავშირთან. მათივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. აქცენტი გაკეთდა საზღვაო, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.