გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბადრი ბასიშვილი ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში იმყოფებოდა. ბადრი ბასიშვილმა ისაუბრა მძიმე სოციალურ ფონზე და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ბევრ ადამიანს მოუწია ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. მისივე თქმით, გოდელაშვილების ათსულიანი ოჯახიდან ცხრა ემიგრაციაშია. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის „ერთმილიარდიანი ემიგრანტთა მხარდაჭერის ფონდის“ შექმნას ჰპირდება.