„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ახალ ბრალდებას აჟღერებს. თამარ კორძაიამ მედიას დღეს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი მტკიცებით, დარღვევის კონკრეტული ფაქტი ჩანს. მისი თქმით, პარტიაში არაერთი მტკიცებულება აქვთ.