„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“

არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხებზე, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ ისაუბრა დღეს ბრიფინგზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნას ცდილობს, ამგვარ ნაბიჯებს კი საქართველო სრული იზოლაციისკენ მიჰყავს. კორძაია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.