„ერთიანობა ევროკავშირისთვის“ – ამ სახელწოდებით ღონისძიება დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამართეს. თინა ბოკუჩავამ და თამარ კორძაიამ ახალგაზრდებთან ერთად საარჩევნო-სააგიტაციო მასალა, ე.წ. ევროკავშირის პასპორტები დაარიგეს, სადაც პარტიის ხუთ პრიორიტეტზე არის საუბარი. გაერთიანების ლიდერებმა ბრიფინგიც გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.