ნინო ბურჯანაძის გუნდმა ამომრჩევლებს საკუთარი გზავნილები გააცნო.
52-გვერდიანი პროგრამა სხვადასხვა სფეროს განვითარების ხედვას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ოკუპაციის პრობლემის მოგვარებაზე და ეკონომიკაზე. დოკუმენტში არის კონკრეტული დაპირებები და წინა არჩევნების მსგავსად, შენარჩუნებულია უბლოკო სტატუსის იდეა.