„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას ახმეტასა და ყვარელში შეხვდა. მან ამომრჩევლებს საკუთარი პრიორიტეტები გააცნო და რეგიონში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა. ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მედიკამენტების სიძვირეზე, საარსებო მინიმუმის გაზრდის აუცილებლობაზე, საბანკო ვალდებულებების ნაწილობრივ გაუქმებაზე, ასევე რუსეთთან ბაზრის გახსნის მნიშვნელობაზე.