წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში იმყოფება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი.
ნინოს ბურჯანაძე გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან ასევე ადგილობრივებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაპირდა. ოპოზიციონერის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში სიდუხჭირეს და ეკონომიკურ კრიზის იწვევს. დღესვე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს თელავშიც შეხვდა.