„მმართველი გუნდი გენდერულ კვოტებს ამოფარებული, ფორსირებული წესით ცდილობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს ,რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება“ – ასე აფასებენ პარტია ,,ერთიან საქართველოში” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ანზორ ბიწაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეუთო-ს ფუნდამენტური რეკომენდაციები. არ იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესი, ასევე არ მარტივდება ბიულეტინების გადათვლის პრინციპი, რაც ბიწაძის თქმით, არჩევნების მანიპულირების საშუალებას იძლევა. ხელისუფლების ოპონენტის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე სამართლიანი საარჩევნო სიის ფორმირება იყო. ანზორ ბიწაძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზეც, რომლებიც მისი თქმით, აკნინებს როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ოპოზიციის როლს.