სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა.
თეა ახვლედიანის განცხადებით, პორტალის მთავარი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში. სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. პორტალის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.