„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებს. ლევან ხაბეიშვილი ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს და სენატორ კევინ კრამერს შეხვდა. პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მასალას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.