„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს. გადაწყვეტილება საკრებულოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, პარასკევს მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ყველა მასალა ითარგმნება და ვიდეოკადრებთან ერთად, ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესს ამ კვირაში მიეწოდება.