საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად გამოცდებს 39 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს.
საგამოცდო ცენტრებმა მუშაობა დილის 8 საათიდან დაიწყეს.
პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. არის გარკვეული ცვლილებებიც. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, შეიცვალა გამოცდების განრიგი. დღეს და ხვალ დაგეგმილი სესიების მეორე ეტაპი ქართულში და ზოგად უნარებში გაიმართება 4 და 5 ივლისს, დილას. რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყება, თავად გამოცდა კი 9 საათზე.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი აღიჭურვება ჰაერის გაგრილების სისტემებით. მომდევნო წლიდან კი გამოცდები შეიძლება გაზაფხულზე დაინიშნოს.