ფინანსთა მინისტრმა საკუთარი ბრძანება ერთი წლით გააუქმა. რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ ხორბლის გადამზიდავების საპროტესტო გამოსვლა შეწყდა.
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოტრანსპორტით იკრძალება, 2019 წლის ოქტომბრამდე შეჩერებულია.
შეცვლილი პოზიცია მძღოლებს პირადად გააცნო ფინანსთა მინისტრმა, რომელსაც აგვისტოში ხელმოწერილ ბრძანებაში ცვლილების შეტანა მეორედ დასჭირდა.
ლილოში მიმდინარე აქციაზე ვითარება განსაკუთრებით დღეს დილით დაიძაბა. ერთ-ერთი მძღოლი თავის დაწვით იმუქრებოდა.