ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან

საქართველო ვიზალიბერალიზაციის შედეგებს აჯამებს. ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.

2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები, რეფორმები და ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარე განხილვები ხუთი წლისთავზე წარმატებით დასრულდა.

2017 წლის 28 მარტიდან შენგენის წევრი ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იღებენ. ერთი წლისთავზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდაა, რაც დღეს ქართულ მხარეს ევროკავშირის ელჩმაც შეახსენა. სტატისტიკის შესამცირებლად თბილისი კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს.

ერთი წელი ისტორიული გადაწყვეტილებიდან: ვნახოთ ქეთევან ქარდავას რეპორტაჟი.