ერთი წელი ისტორიული თარიღიდან.
ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ერთი წლისთავს საქართველო ორი გამოწვევით ხვდება. ამ ეტაპზე ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება, თუმცა კრიმინალის და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო ქართულმა მხარემ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან გამაფრთხილებელი გზავნილები უკვე მიიღო. შემაშფოთებელი სტატისტიკის შეცვლას ოფიციალური თბილისი სპეციალური ზომების გატარებით გეგმავს.
კანონმდებლობის გამკაცრების და ევროპის ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების პარალელურად ქართულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლოა ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფიცრები დასაქმდნენ.