ომის ერთი წელი უკრაინაში.
მსოფლიო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში დილიდან მემორიალური ღონისძიებები მიმდინარეობს. 10-მდე ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა კიევში. სამშობლოს დამცველები პრეზიდენტმა გმირობისთვის დააჯილდოვა. ტკივილის, მწუხარების და ამავე დროს რწმენისა და ერთიანობის ერთი წელი – სწორედ ამ სიტყვებით შეაჯამა მოვლენები ზელენსკიმ.