რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ნანგრევებში მოყოლილი არიან მოქალაქეები. საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი ისმის კიევშიც. უკრაინის დაზვერვა რუსეთისგან ომის წლისთავზე მორიგ პროვოკაციას არ გამორიცხავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში კი რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წელი შეაფასეს.
კიევში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.