ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა.
მომხდარს 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 97 პირი კი ამ დრომდე დაჯგუფების ტყვეობაში რჩება. თავდასხმიდან მალევე ისრაელმა ღაზის სექტორში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. ღაზის ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ერთი წლის განმავლობაში სამხედრო მოქმედებების შედეგად 41 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ორ მილიონამდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და მორიგი მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჯაბალიას მიდამოებში დაიწყო.