ისრაელზე შემზარავი თავდასხმიდან ერთი წლის თავზე ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
რეგიონი საომარი არეალის გაფართოების და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ზღვარზეა. ისრაელი დღეს ერთი წლის წინანდელი სისასტიკის მსხვერპლებს იხსენებს. სხვადასხვა ქალაქში მემორიალური ღონისძიებები „ჰამასის“, „ჰეზბოლასა“ და ჰუსიტების სარაკეტო იერიშების ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად ისრაელი ღაზის სექტორში და ლიბანში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. საომარი მოქმედებების შესაწყვეტად დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება.