სკოლა, რომელსაც მხოლოდ ორი მოსწავლე ჰყავს, ძმების პედაგოგი კი მათი დედაა – ეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თოკია. ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარე 14 ოჯახით დასახლებული ადგილი, მკაცრი კლიმატისა და საცხოვრებელი პირობების არქონის გამო, ნელ–ნელა იცლება.
დურმიშხანი და გიორგი კი თანატოლებთან ურთიერთობას მოკლებულები მომავალ გეგმებზე საუბრობენ და უკონკურენტო გარემოს მიუხედავად, სასწავლო პროგრამას წარმატებით ართმევენ თავს. ორი კლასი, ორი მერხი და ერთი დაფა – რა პირობებში უწევთ განათლების მიღება მცირეწლოვან ძმებს.