ისტორიული მატჩი და დამაჯერებელი გამარჯვება – საქართველო ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგელი მეტოქეები დაამარცხა. გუშინდელი თამაშის მთავარი გმირი „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეა. წინ 26 მარტს დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მატჩია – საბერძნეთთან მოგების შემთხვევაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან უკვე სრული შემადგენლობით ითამაშებს. ეროვნულ გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება. „ჯვაროსნები“ შეეცდებიან საბერძნეთის ნაკრებთან ამ დრომდე არსებული უარყოფითი სტატისტიკა გამოასწორონ.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 26 მარტს, 21:00 საათიდან ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.