„ვიტრუვიელი ქალი” – ამერიკელი მხატვრის, ნანა ბაღდავაძის ახალი ფერწერული ტილო – ლეონარდო და ვინჩის „ვიტრუვიელი კაცის” თანამედროვე ინტერპრეტაციაა. ის თითქოს პატივს მიაგებს გენიალურ ფერმწერს, მაგრამ ამავე დროს, ერთგვარ გამოწვევადაც შეიძლება ჩაითვალოს იმ ქალის მხრიდან, რომელსაც სტუდენტობაში „კაცივით” ხატვისთვის აქებდნენ. ახალ ნამუშევარზე მას მაია ქვარცხავა ესაუბრა.