ერთი დღე ისტორიულ მატჩამდე

ერთი დღე რჩება გადამწყვეტ მატჩამდე – ხვალ გახდება ცნობილი, ითამაშებს თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.

ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთის ნაკრებთან შესახვედრად ემზადება. თუ თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმზე იასპარეზებს. მეტოქე გუნდი საკმაოდ ძლიერია, თუმცა პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. ჩვენი ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია.

ხვალ, 21:00 საათზე ქართველ ფეხბურთელებს გულშემატკივართა განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ.