26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით სამზადისი თითქმის დასრულებულია საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში. დილის 8:00 საათიდან უბნების გახსნისთვის ყველაფერი მზად არის ქალაქ გორში. 32 ოლქში სულ 95 უბანი იმუშავებს. აქედან ელ-ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი 68 უბანზე განხორციელდება.