„ერთი ამოსუნთქვით“ - გამოფენა „აბრეშუმის გალერეაში“

„ერთი ამოსუნთქვით“– ასე ჰქვია თვითნასწავლი მხატვრის, მაია ჭოჭუა-ვეფხვაძის რიგით მესამე პერსონალურ გამოფენას. ექსპოზიციაზე ხელოვანის 71 ნამუშევარია წარმოდგენილიყო. მათ შორის ანგელოზები, აბსტრაქციები, პორტრეტები, ყვავილები და სხვადასხვა თემატიკაზე ტილოზე, ზეთით შესრულებული ნამუშევრები. მხატვარი ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო შინაგანი თავისუფლებაა. დამთვალიერებელს გამოფენის დათვალიერება „აბრეშუმის გალერეაში“ 16 მაისის ჩათვლით შეეძლება.