ზემო აკეთს ეწვევა დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საექსპედიციო ჯგუფმა, აკეთის თემის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე ცნობილი მომღერლების საფლავები აღმოჩინა. ამასთან, პრეზიდენტი ჩავა სოფელ აცანაშიც, სადაც ცნობილ მომღერალს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს დააჯილდოებს. მას ხვალ 80 წელი უსრულდება.
დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.
თეა აბსარიძე მუშაობს გურიაში.