ქაოტური განაშენიანების პრევენცია და სწორი დაგეგმარება – ეს არის ძირითადი საკითხები, რაც თბილისში რიგით მეორე ურბანული ფორუმის ფარგლებში განიხილება.
მთავარი აქცენტი საქართველოს მდიდარი ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების სწორი განვითარების გზებზე კეთდება. ღონისძიებაში ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. ურბანული ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.