საქართველოში ეროვნული ურბანული ფორუმი ტარდება. ორი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური სესიები, სადაც ექსპერტები ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებს განიხილავენ. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის უკეთესი საშუალებების განსაზღვრას, სივრცითი და ურბანული დოკუმენტაციის შემუშავებაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ქვეყნის კლიმატის ზემოქმედებისა და ბუნებრივი გარემოს გამოწვევების გადახედვას და სივრცითი დაგეგმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებას ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური, პროფესიული წრეები და სტუდენტები დაესწრნენ.