„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო. სემინარის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.