ეროვნული თანხმობის ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის მთავარ გამოწვევაზე საუბარს კიდევ ერთხელ ააქტიურებს – ეროვნული თანხმობის მიღწევა სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მიმართვა ამჯერად სვანეთიდან გაკეთდა. პრეზიდენტისთვის ეროვნული შეთანხმების იდეა საზოგადოების დაკვეთაა, რის გამოც ყველა პოლიტიკურ მხარეს პოლარიზაციის დაძლევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორ ესახებათ პარტიებს სალომე ზურაბიშვილის, როგორც მედიატორისა და ნეიტრალური არბიტრის როლი: რეაქციები ამჯერადაც არაერთგვაროვანი იყო. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, პრეზიდენტისგან მოწოდებების ნაცვლად, კონკრეტულ ქმედებებს ითხოვს. აქცენტი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე კეთდება. ხელისუფლებისთვის კი დეპოლარიზაციის გზა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში იმ სამი ოპოზიციური პარტიის ჩართვაზე გადის, რომლებიც სამუშაო ჯგუფებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებენ.

მანანა დევაძე გვეტყვის, ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის ახალი გზავნილი.