ეროვნული თანხმობის იდეა - შეხვედრები პრეზიდენტთან

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ესტუმრება.

რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად მოშიმშილე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს იმ წინადადებებს გააცნობს, რომელიც მას ეროვნული თანხმობის მისაღწევად მიაჩნია აუცილებლად. მთავარი პირობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რადგან ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ფონზე ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას რაიმე საკითხზე კონსენსუსის მიღწევა წარმოუდგენლად მიაჩნია. თავად პრეზიდენტმაც დააკონკრეტა და მასთან აუდიენციაზე მისული ყველა სტუმარი იმეორებს, რომ ეროვნული თანხმობის იდეა კონკრეტულ პირობებს, მათ შორის ვინმეს გათავისუფლებას, საერთოდ არ გულისხმობს.

ფორმალობა თუ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროცესი – პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები ამ საკითხზეც იყოფა.