კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. მიღება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ჯვაროსნებმა“ პატრიარქს დალოცვისა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე ისაუბრა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემაც, რომელმაც პატივისცემა და სიხარული გამოხატა ეროვნული ნაკრების წარმატებასთან დაკავშირებით.