საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კათოლიკოს-პატრიარქი ხვდება.
მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში მიმდინარეობს. შეხვედრაზე იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც. უწმინდესმა და უნეტარესმა „ჯვაროსნები“ დალოცა და სიტყვით მიმართა.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სადებიუტო ასპარეზობის და მერვედფინალში გასვლის შემდეგ საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან სამშობლოში ორი დღის წინ დაბრუნდა.