საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 9 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა პოზნანში „ლეხის“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები ხვალ, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.