ეროვნული ნაკრების დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. მთავარი ღონისძიება 22 საათზე დაიწყება. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. ცერემონიის გამო, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.