ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „მიხეილ მესხი არენამ“ უმასპინძლა, „საბურთალო“ გორის „დილას“ შეხვდა და კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და 27-ე წუთზე ანგარიში ელვინ ტერას გოლით გახსნეს. შესვენებამდე „დილას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი მოედნიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, გორელებმა 10 კაცით იბრძოლეს და ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრეს – „საბურთალოს“ კარი ნუგზარ სპანდერაშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
რვა ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 16 ქულა დააგროვა, თბილისის „დინამოს“ გაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა, საბურთალო“ 13 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.