ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს პარლამენტში. თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს, დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გააცნო. სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა. გიორგი საბედაშვილის განმარტებით, ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია არის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 2019-2021 წლების სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი თქმით, დოკუმენტი არის ტერორიზმის შესახებ და სახელმწიფოს შვიდ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, რომლითაც ქვეყანა აპირებს ტერორიზმს დაუპირისპირდეს.