„საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსის“ ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.
მსმენელის წინაშე წარდგნენ გრან-პრის მფლობელი ოქროს, ვერცხლის მედალოსანი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები. მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 170-მდე საგუნდო კოლექტივი.