ეროვნული კინოცენტრის დელეგაცია „ბერლინალეზე“

ბერლინალეზე“ ეროვნული კინოცენტრის დელეგაცია უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამჯერად დისკუსია ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა ონლაინპორტალ cineeurope-იას დირექტორ ვალერიო კარუზოსთან გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და ქართული ფილმებისა და პროექტების პოპულარიზაციის შესაძლებლობები. დელეგაციამ შეხვედრა გამართა ევროპის აუდიოვიზუალურ მეწარმეთა ორგანიზაცია EAVE-ის წარმომადგენლებთანაც. საუბარი შეეხო ამ პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას.