ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეროვნული კინოცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა. ახალი ოფისი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მოეწყო. სამინისტროს სახსრებით სრულად აღდგა და გარემონტდა ინტერიერი. ადმინისტრაციული შენობის დარჩენილ ნაწილში კვლავ გრძელდება რესტავრაციის პროცესი. შეიცვალა შენობის სახურავი, გამაგრდა მზიდი კონსტრუქციები. სამუშაოებს შპს „არტექსი“ აწარმოებს.