პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში წინასაახალწლო მიღებაზე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა მათ ქვეყნის მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა სიმბოლურად ეროვნული გვარდიის დღეს დაამთხვია.
102 წლის წინ სწორედ 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა ეროვნული გვარდია. პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.